Mushroom Soup

სოკოს კრემ-სუპი

ინგრედიენტები 6 პორციისთვის:

  • 400 გ ქამა სოკო
  • 400 გ კარტოფილი
  • 7 კვერცხი
  • 300 მლ არაჟანი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 100 გ პარმეზანი
  • 100 გ კარაქი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება:

ქამა სოკო გარეცხეთ და თხლად დაჭერით. კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით წვრილად.

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. პარმეზანი გახეხეთ.

1,5 ლ წყალი აადუღეთ. დაუმატეთ მარილი, სოკო, შუაზე გაჭრილი ხახვი, ნიორი (დაუჭრელი) და ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე. 10 წუთში დაუმატეთ კარტოფილი და გააგრძელეთ ხარშვა დაახლოებით 20 წთ.

მოხარშული ინგრედიენტები ქაფქირით ამოალაგეთ წყლიდან. ბულიონი შეინახეთ, ხახვი კი შეგიძლიათ გადააგდოთ. სოკო გადადეთ ცალკე, მოხარშული ნიორი და კარტოფილი მოათავსეთ ჯამში (სასურველია პლასტმასის). დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი (მთლიანი მასის 1/7), შავი პილპილი, კარაქი და დააქუცმაცეთ ხელის ბლენდერით. ნელ-ნელა ჩაუმატეთ არაჟანი და ბულიონი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

სოკო, კარტოფილისა და სხვა ინგრედიენტების ნაზავი ჩააბრუნეთ ქვაბში და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.

თეფშებზე გადაანაწილეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაუმატეთ სუპი და გემრიელად მიირთვით!

Mushroom Soup