15

ჰონგ იაის არაჩვეულებრივი ფუდარტი

ჰონგ იაი (Hong Yi) მალაიზიელი არქიტექტორია, რომელიც თავისუფალ დროს ულამაზეს პეიზაჟებს უჩვეულო საგნებისგან ქმნის.

1

ნამუშევრების ბოლო კოლექცია,  რომლის შესაქმნელადაც მან საკვები პროდუქტები გამოიყენა, დიდი პოპულარობა მოიპოვა. იაის ფოტოები ათობით საიტმა და გამოცემამ გადაბეჭდა.

2

“ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროექტი იყო, რაც კი ოდესმე განმიხორციელებია – ყოველდღიურად კრეატიულობის გამოვლენის ახალი შესაძლებლობა მქონდა, ვისწავლე დაჭრა, დაკეპვა, მორევა, მოხარშვა🙂 შეიძლება ჩემი ფოტოები სერიოზულ ნამუშევრებად არ ჩაითვალოს, თუმცა ორიგინალური და საინტერესო კი ნამდვილად არის”, – ამბობს ჰონგ იაი.

3“როდესაც პროექტის განხორციელება დავიწყე, რამდენიმე დღე მარტივ პეიზაჟებს ვაკეთებდი და საკმაოდ იოლადაც გამომდიოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გართულდა. ყოველი ახალი დღე ახალ გამოწვევებს, მეტ ოსტატობასა და კრეატიულობას მოითხოვდა”. 

4

“როდესაც რამე იდეა მომდის, აუცილებლად ვიხატავ, შემდეგ კი თეფშზე გადამაქვს. ნამუშევრებს ფოტოებს ნატურალური შუქზე ვუღებ – დაახლოებით დღის 4-5 საათისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ “საკვები ნახატები” ფოტოსესიისთვის მზად 3 საათისთვის უნდა იყოს, ამიტომ შუადღეს ისე ვფუსფუსებ სახლში, როგორც ერთი რიგითი დიასახლისი”, – ამბობს ჰონგ იაი.

5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17