d

ყვავილოვანი კომბოსტოსა და სოსისის კასეროლი

d

ინგრედიენტები:

  • 1/2 თავი ყვავილოვანი კომბოსტო;
  • 1 თავი ხახვი;
  • 500 გ ქათმის სოსისი;
  • 2 პომიდორი;
  • 300 გ საფანელი;
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
  • 150 გ პარმეზანი;
  • 50 გ ნაღების კარაქი;
  • 3 კბ ნიორი;
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა;
  • მარილი.

მომზადება:

ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ მარილიან წყალში 15-17 წუთის განმავლობაში. ოდნავ შეაგრილეთ და დაყავით “ყვავილებად”.

ხახვი დაჭერით ნახევარმთვარეებად, სოსისი დაჭერით დაახლოებით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად; კარაქი გაადნეთ.

პომიდორი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ წიწაკა, დასრესილი ნიორი, მარილი და კოვზით კარგად მოურიეთ.

ცეცხლგამძლე ფორმას მოასხით ზეითუნის ზეთი. თანაბრად დაალაგეთ ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და სოსისი; მოასხით პომიდვრისა და ნივრის ნაზავი და გამდნარი კარაქი. შემდეგი ფენა იქნება გახეხილი პარმეზანი და ბოლოს საფანელი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!