Tender pork and tomato sauce evelopes each piece of strozzapreti pasta.

პასტა ღორის ხორცით

Tender pork and tomato sauce evelopes each piece of strozzapreti pasta.

ინგრედიენტები:

  • 500 გ პასტა;
  • 400 გ ღორის ხორცი (მჭლე);
  • 2 წვნიანი პომიდორი;
  • 200 მლ თეთრი ღვინო;
  • 1 თავი ხახვი;
  • 1 სტაფილო;
  • 4 კბ ნიორი;
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი;
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა;
  • 200 გ პარმეზანი;
  • 30 გ ოხრახუში;
  • 5 ს.კ. ზეთი;
  • მარილი.

მომზადება:

ღორის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრები მოათავსეთ ქვაბში, მოასხით თეთრი ღვინო, დაამატეთ 50 მლ წყალი და მოხარშეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.

ქვაბი გადმოდგით გაზქურიდან, ოდნავ გააგრილეთ და ორი ჩანგლით დაჩეჩეთ. დააბრუნეთ გაზქურაზე (ისევ დაბალ ტემპერატურაზე). დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ზეთი და მოშუშეთ.

როდესაც ხახვი მოიშუშება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი (კანგაცლილი), წიწაკა, ხმელი ქინძი და მარილი. 2 წთში დაამატეთ დაახლოებით 100 მლ წყალი და დატოვეთ საშუალო ტემპერატურაზე 7-8 წუთის განმავლობაში.

პასტა მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცოტა ცივი წყალი და გაანაწილეთ თეფშებზე. დაამატეთ პომიდვრიანი ხორცი, ზემოდან დაახეხეთ პარმეზანი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!