t

ქათმის ფილე ნაღებით

t


ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1/4 ჩ.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 ფოთოლი დაფნა
  • 2 თავი ხახვი
  • 4 პომიდორი
  • 200 მლ ნაღები
  • 30 გ კარაქი
  • 3 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. პაპრიკა
  • 5-6 ღერი მწვანე ქინძი
  • 400 გ ბრინჯი გარნირისთვის
  • მარილი

მომზადება: 

პირველ რიგში, მოამზადეთ მარინადი: ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. დაამატეთ ტომატი, არაჟანი, ძირა, ხმელი ქინძი, ლიმონის წვენი, დაფნის ფოთოლი, მარილი და ხელით კარგად აზილეთ.  შედგით მაცივარში 3 საათის განმავლობაში.

ხახვი და პომიდორი დაჭერით. ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი და აადუღეთ მაღალ ტემპერატურაზე. დაამატეთ ხახვი და მოშუშეთ, თან მუდმივად ურიეთ, რომ არ დაიწვას.

როდესაც ხახვი შეყავიფრდება, შეამცირეთ ტემპერატურა და დაამატეთ ქათმის მარინადი დაფნის ფოთლების გარეშე.  

დაახლოებით 18-20 წუთში დაამატეთ პომიდორი, დანაყული ნიორი, პაპრიკა. ამის შემდეგ გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან და ინგრედიენტები ოდნავ შეაგრილეთ. ნელ-ნელა შეურიეთ ნაღები და კარაქი.

ქვაბი ისევ დადგით გაზქურაზე და  წამოადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე. დაუმატეთ ცოტა მარილი, თუ საჭიროა (თუ ქათმის ფილეს მარინადს საკმარისად აქვს მარილი, ჩვეულებრივ, მეტის დამატება საჭირო აღარაა).

მზა კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ქინძი და გემრიელად მიირთვით ბრინჯის გარნირთან ერთად🙂🙂🙂