1

ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი ქათამი

1

ინგრედიენტები: 

  • 1 საშუალო ზომის ქათამი
  • 2 თავი ხახვი
  • 3 “კიტრა” პომიდორი
  • 8 კბ ნიორი
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო (ან 80 გ გაყინული პატარა სტაფილოები)
  • 1,2 ჩ.კ. ორეგანო
  • 100 მლ თეთრი ღვინო
  • 1 ლიმონის წვენი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება: 

ქათამი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და ჩაალაგეთ ზეთმოსხმულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ასევე დაამატეთ 5-6 ნაწილად გაჭრილი პომიდვრები და 3 კბ მთლიანი ნიორი.

ხახვი და სტაფილო დაჭერით დიდ ნაჭრებად. თუ კონსერვირებული პატარა სტაფილოები გაქვთ (დიდ სუპერმარკეტებში იყიდება), დაჭრა საჭირო აღარაა. დაამატეთ 5 კბ დანაყული ნიორი. მოასხით ღვინო, ლიმონის ახლად გამოწურული წვენი და წამოადუღეთ.

მიღებული მასა მოასხით ქათმის ნაჭრებს და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!