6

ქათამი სეზამის მარცვლებით

6

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 80 გ თაფლი
  • 100 მლ სოიოს სოუსი
  • 150 მლ წყალი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • 1/2 ს.კ. მსხვილად დაფქული კოჭა (ჯინჯერი)
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 2 ს.კ. სეზამის მარცვლები
  • 6-7 ღერი მწვანე ხახვი

მომზადება: 

ქათმის ფილეს ნაჭრები გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

ტაფაზე მოასხით ზეთი და შეწვით ქათმის ხორცი საშუალოზე ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე.

პატარა ჯამში მოათავსეთ თაფლი, სოიოს სოუსი, წყალი, სახამებელი, კოჭა, წითელი წიწაკა და კარგად ათქვიფეთ, სანამ სახამებელი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული ნაზავი დაუმატეთ ქათმის ფილეს, დადგით დაბალ ტემპერატურაზე და ადუღეთ, სანამ სოუსი არ შესქელდება. 

ბოლოს მოაყარეთ სეზამის მარცვლები და დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!