2

სამზარეულოს დეკორი Neptune-სგან

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კომპანია Neptune-ს სამზარეულო და სასადილო ოთახების ახალი კოლექცია.

1

სამზარეულო და სასადილო ოთახები დიზაინის ორი სტილის – კლასიკურისა და ქანთრის ნაზავია.

3

“ნეპტუნის” კოლექცია, ტრადიციულად, ღია, მშვიდ ფერებშია გადაწყვეტილი და  სადა, მაგრამ ფუნქციური სამზარეულოს მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.

4

კომპანია “ნეპტუნი” 1996 წელს დაფუძნდა ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პატარა ფერმის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ენთუზიასტი ავეჯსა და დეკორის ელემენტებს საკუთარი ესკიზებით თავადვე ამზადებდა. მას შემდეგ  თანამშრომელთა რიცხვი ასამდე გაიზარდა, თუმცა მუშაობის პრინციპი – კრეატიულობა, გუნდურობა და მონდომება კომპანიისთვის ისევ პრიორიტეტულია. 

13 12 11 10 9 8 7 6 5 2 19 18 17 15 16 14