2

ლობიო ღორის ფარშით და ბრინჯით

2

ინგრედიენტები: 

  • 400 გ მოხარშული ლობიო
  • 400 გ ღორის ფარში
  • 100 გ ბრინჯი
  • 2 ს.კ. ტომატი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 დიდი პომიდორი
  • 1 სტაფილო
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • 3-4 წითელი ჩილი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება: 

ლობიო მოხარშეთ მარილიან წყალში. როდესაც თითქმის მოხარშული იქნება, დაუმატეთ ბრინჯი და გააგრძელეთ ხარშვა თავმოხდილ ქვაბში.

ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. 6-7 წუთში დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, ტომატი, ღორის ფარში და  200 მლ ლობიოს ნახარში. დაახლოებით 15 წუთში დაამატეთ დაფქული წიწაკა, დასრესილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი და მარილი. მიღებული მასა შეურიეთ ლობიოსა და ბრინჯს. ხარშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.

ბოლოს დაუმატეთ წითელი ჩილი და გემრიელად მიირთვით!