r

გოგრის “თეფშები” სოკოსა და ქათმის გულსართით

r

ინგრედიენტები 6 პორციისთვის:

  • 3 მცირე ზომის გოგრა, ნაკლებად ტკბილი
  • 400 გ ქათმის ფილე
  • 400 გ ქამა სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 100 გ თხილი ან გოგრის თესლი
  • 90 გ ნაღების კარაქი
  • 5 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 120 გ პარმეზანი
  • შავი პილპილი
  • ზეთი

მომზადება:

მცირე ზომის გოგრები გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ თესლი. გაახურეთ აირღუმელი 180 გრადუსამდე. ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაალაგეთ გოგრის ნაჭრები (შიდა ნაწილი ქვემოთ უნდა ჰქონდეს). ჩაასხით 500 მლ წყალი და ზემოდან დააფარეთ ფოლგა. გამოაცხვეთ/მოხარშეთ დაახლორბით 30-50 წუთის განმავლობაში (ხანგრძლივობა გოგრის ჯიშზეა დამოკიდებული – ზოგი სწრაფად მზადდება, ზოგს მეტი დრო სჭირდება).

გოგრის თესლი ან თხილი მოხალეთ (თხილს კანი გააცალეთ და დანაყეთ, გოგრის თესლის დანაყვა არაა საჭირო). 

მოამზადეთ გულსართი: ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე წვრილად დაჭრილ ქათმის ფილესთან და სოკოთან ერთად 30 წუთის განმავლობაში საშუალოზე ოდნაც დაბალ ტემპერატურაზე. ხშირ-ხშირად ურიეთ.

გადმოდგმამდე 4-5 წუთით ადრე მოასხით სოიოს სოუსი და შეურიეთ გოგრის თესლი ან თხილი.

კარაქი გაყავით 6 ნაწილად (15-15 გ) და ჩააწყვეთ გაჭრილ გოგრებში, შემდეგ მოაყარეთ ცოტა მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი და ამოავსეთ გულსართით.

გოგრის “თეფშები” დაალაგეთ ფოლგადაფენილ თუნუქის ფურცლებზე და შეაბრუნეთ აირღუმელში 15 წუთით.

როდესაც კერძი მზად იქნება, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!