15

ტეფტელები სოიოს სოუსში

15

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის ფარში
  • 1 თავი თეთრი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 300 გ ჭვავის პურის გული
  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. შავი პილპილი
  • მარილი
  • 6-7 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 8 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • მწვანე ხახვი

მომზადება:

პური დაალბეთ წყალში და ხელით კარგად გაწურეთ. გაატარეთ თეთრი ხახვი და ნიორი.

საქონლის ფარშს შეურიეთ კვერცხი, შავი პილპილი, ცოტა მარილი, გატარებული ხახვი და ნიორი, გაწურული პური და კარგად აზილეთ. მიღებული მასისგან მოამზადეთ ხორცის ბურთულები.

აირღუმელი გაახურეთ 200 გრადუსამდე. ფოლგა დააფინეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე, მოასხით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ერთ ფენად დაალაგეთ ხორცის გუფთები. ზემოდანაც დაახურეთ ფოლგის ფურცელი და გვერდები კარგად ამოუკეცეთ. ფოლგა რამდენიმე ადგილზე ფრთხილად დაჩხვლიტეთ ისე, რომ ხორცის ბურთულები არ დააზიანოთ. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. მოაშორეთ ფოლგა. 

მოამზადეთ სოუსი: სოიოს სოუსი, ბალზამიკო, თაფლი და შავი პილპილი კოვზით კარგად აურიეთ.

ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოასხით დარჩენილი ზეთი და დაალაგთ ტეფტელები ფოლგის გარეშე. მოასხით სოუსი და დატოვეთ აირღუმელში 2-3 წუთი.

მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და გემრიელად მიირთვით!