b

ჩედართან ერთად გამომცხვარი კარტოფილი

bb

ინგრედიენტები:

  • 700 გ კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 500 გ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 100 გ კარაქი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 300 გ ყველი ჩედარი
  • შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება: 

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით მრგვალ, თხელ ნაჭრებად. ალყა-ალყა დაჭერით ხახვი, დანაყეთ ნიორი.

არაჟანს დაამატეთ კვერცხი, მარილი, დანაყული ნიორი, ახლად დაფქვილი შავი პილპილი და მოთქვიფეთ.

ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოასხით ზეთი. ფენებად დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები და ხახვი. თითოეულ ფენას გადაუსვით არაჟნისა და კვერცხის ნაზავი. ზემოდან დაახეხეთ ჩედარი და მოაყარეთ შავი პილპილი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში (+- 10 წუთი).

b

გემრიელად მიირთვით!