l

ბოსტნეულის სალათი ორცხობილით

l

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი პომიდორი
  • 2-3 პომიდორი ჩერი
  • 1 მწვანე პომიდორი (შეიძლება მჟავეც)
  • 1 კონა სალათის ფოთლები
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • 50 მლ ძმარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • 50 გ ბეკონი ან ძეხვი
  • 2-3 ნაჭერი გახუხული ჭვავის პური

მომზადება:

მწვანე პომიდორი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი მაინც. ამის შემდეგ ფრთხილად გაწურეთ, დაასხით ახლად ადუღებული ძმარი და დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში კიდევ 1 საათი. დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები საწურზე და ძმარი გადაწურეთ. . თუ მჟავე პომიდორს იყენებთ, ძმრის დასხმა ან მარილის მოყრა და გაწურვა საჭირო აღარ არის – უბრალოდ დაჭერით პომიდორი😉

ბეკონი წვრილად დაჭერით და შეწვით. შემწვარი ბეკონის ნაჭრები ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე. ცხიმი არ გადაღვაროთ.

დიდი პომიდორი დაჭერით, დაამატეთ მთლიანი ან შუაზე გაჭრილი ჩერი და მწვანე პომიდვრის ნაჭრები. დაამატეთ ბეკონის ცხიმი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.

სალათის ფოთლები გარეცხეთ, შეაშრეთ და ხელით დახიეთ. მოაყარეთ ცოტა მარილი, დაუმატეთ მაიონეზი და აურიეთ. პურის ნაჭრები გახუხეთ და დატეხეთ.

სალათის მაიონეზიან ფოთლებს შეურიეთ პომიდვრის ნაჭრები, დაამატეთ ბეკონი და გახუხული პური.

გემრიელად მიირთვით!