20

შებოლილი ქათმის ხორცის ჩახრაკული

20

შებოლილი ქათამი ყოველგვარი თერმული დამუშავების გარეშეც ძალიან გემრიელია, თუმცა ხანდახან მრავალფეროვნებისთვის შეიძლება შებოლილი ქათმის ჩახრაკულიც მოამზადოთ :) 

ინგრედიენტები:

  • შებოლილი ქათამი (დაახლოებით 1 კგ)
  • 6 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ორეგანო
  • 1/2 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
  • 1/2 მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ღვინის ძმარი

მომზადება: 

ქათამს მოაშორეთ ძვლები და დაანაწევრეთ საშუალო ზომის ნაჭრებად.

ნიორი, ახლად დაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ორეგანო და ყვითელი ყვავილი დანაყეთ ერთად.

ცივ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაუმატეთ ძმარი, დანაყული სანელებლები და ხის კოვზით კარგად აურიეთ.

შეზავებული ზეთი აადუღეთ საშუალო ცეცხლზე, შემდეგ მაქსიმუმამდე გაზარდეთ ტემპერატურა და სწრაფად ჩაყარეთ ქათმის ნაჭრები. ხშირად მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან 7-9 წუთში. 

ქათმის ნაჭრები გადაიტანეთ ჭურჭელში, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.  მოასხით ტაფაში დარჩენილი ზეთი და მოაყარეთ ოხრახუშის ფოთლები.

ასე მომზადებული ხორცი შეიძლება გამოიყენოთ სენდვიჩების გულსართად. ამავე მეთოდით შეიძლება შებოლილი ღორის ხორცის მომზადებაც😉

გემრიელად მიირთვით!