14

ინდაურის გუფთები ტომატით და ყველით

14
ინგრედიენტები ინდაურის გუფთებისთვის:
  • 600 გ ინდაურის ფილე
  • 1 კვერცხი
  • 200 გ პურის გული
  • 1 ჩ.კ. ხმელი ორეგანო
  • 10-12 ფოთოლი ბაზილიკი
  • 1/2 ჩ.კ. მდოგვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. წიწაკა
  • მარილი
ინგრედიენტები სოუსისთვის: 
  • 2 დიდი პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 4 ს.კ. ტომატი
  • 15 ფოთოლი ბაზილიკი
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • 3 კბ ნიორი
  • 3 ჩ.კ. ძმარი
  • 250 გ არაჟანი
  • 650 მლ ინდაურის ბულიონი
  • მარილი
მომზადება:
ინდაურის ფილე მოხარშეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (ან ძალიან წვრილად დაჭერით). დაუმატეთ დამბალი და გაწურული პურის გული, ხმელი ორეგანო, მდოგვი, წიწაკა, მარილი, წვრილად დაჭრილი ბაზილიკის ფოთლები და დანაყული ნიორი. ჩაახალეთ კვერცხი და კარგად მოზილეთ. 
მოამზადეთ სოუსი: პომიდორი გათალეთ, დაჭერით და მოშუშეთ ძალიან წვრილად დაჭრილ (ან გატარებულ) ხახვთან ერთად. დაუმატეთ ტომატი, დანაყული ნიორი, ძმარი, მარილი, წიწაკა, ორეგანო, 600 მლ ინდაურის ბულიონი და კარგად აურიეთ.
სოუსი გადაასხით ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში, ჩაალაგეთ ინდურის გუფთები და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მოასხით 50 მლ ინდაურის ბულიონში შერეული არაჟანი, მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და შეაბრუნეთ აირღუმელში 1-2 წთ.
გემრიელად მიირთვით!