aaa

ბოსტნეულისა და ვაშლის სალათი

aaa

ინგრედიენტები:

  • 25 სალათის ფოთოლი
  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 1/5 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1/2 თავი წითელი კომბოსტო
  • 80 გ გოგრის მოხალული მარცვლები
  • 1 მჟავე ვაშლი
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • 1,5 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 1/4 ჩ.კ. მდოგვი
  • 3 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი

მომზადება:

სალათის ფოთლები გარეცხეთ და ხელით დახიეთ; სტაფილო დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად, წითელი კომბოსტო დაჭერით თხლად, ვაშლი – ოთხკუთხედ ნაჭრებად. დაჭერით მწვანე ხახვიც.

ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და ჩააგდეთ ყვავილოვანი კომბოსტო. ადუღეთ 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ წყალი გადაწურეთ, ყვავილოვანი კომბოსტო შეაგრილეთ და ყვავილედები ხელით დაანაწევრეთ.

ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ სასალათეში, დაუმატეთ გოგრის მოხალული მარცვლები და ფრთხილად აურიეთ.

მოამზადეთ სოუსი: მაიონეზი, ყავისფერი შაქარი, მდოგვი, ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი და მარილი მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში და კარგად ათქვიფეთ.

სოუსი სალათს მხოლოდ სუფრაზე მიტანის წინ მოასხით და ფრთხილად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!