2

სიმინდის სალათი

2გემრიელი და ჯანსაღი სალათი, რომლის მომზადებას 3 წუთიც კი არ ჭირდება🙂

ინგრედიენტები: 

  • 150 გ სიმინდი (დაკონსერვებული ან ახლად მოხარშული)
  • 1 პომიდორი
  • 2-3 ღერი მწვანე ხახვი
  • 2-3 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

სიმინდს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი (გათლილი) პომიდორი, მწვანე ხახვი და ოხრახუში. მოაყარეთ ცოტა მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი. აი, სულ ესაა მთელი რეცეპტი😉😉😉

გემრიელად მიირთვით!