21

ხორცი ლობიოთი და სიმინდის მარცვლებით

21

ინგრედიენტები:

  • 300 გ ლობიო
  • 100 გ სიმინდის მარცვალი
  • 600 გ ხორცი (ღორის, ქათმის, საქონლის ან ინდაურის)
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი

მომზადება: 

ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე.

ლობიო გარეცხეთ და დაალბეთ წყალში 2-3 საათის განმავლობაში. გადაიტანეთ ღრმა ქვაბში და მოხარშეთ მარილიან წყალში, დაამატეთ დაფნის ფოთოლი.

როდესაც ლობიო ნახევრად მოიხარშება, დაამატეთ მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და გააგრძელეთ ხარშვა. 

მოხარშული ხორცი ამოიღეთ ქვაბიდან, ოდნავ შეაგრილეთ, ხელით დაჩეჩეთ და ჩააბრუნეთ უკან.

დაუმატეთ დანაყული ნიორი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა, სიმინდის მარცვლები, მოშუშული ხახვი და კარგად აურიეთ. გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 5 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!