12

ტეფტელების სუპი მაკარონით

12

ინგრედიენტები:

  • 1 კგ შერეული ფარში
  • 300 გ პურის გული
  • 200 გ მაკარონი
  • 2 დიდი პომიდორი
  • 200 გ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. ქინძი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა (ფხვნილი)
  • 1 ჩ.კ. მსხვილად დაფქული წითელი წიწაკა
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 4 კბ ნიორი
  • 3-4 ღერი მწვანე ხახვი
  • მარილი
  • 900 მლ წყალი

მომზადება: 

პურის გული დაალბეთ წყალში, შემდეგ კარგად გაწურეთ და დაფშვენით ან დააქუცმაცეთ ბლენდერით.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 1 თავი ხახვი და 2 კბ ნიორი. დაამატეთ ფარში, მსხვილად დაფქული წიწაკა, მარილი, 1 ჩ.კ. ქინძი, 1 ჩ.კ. უცხო სუნელი, დამბალი პური, კვერცხი და კარგად აზილეთ. გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები.

აადუღეთ წყალი, დაამატეთ ზეთი, მარილი და ჩაყარეთ ხორცის ბურთულები და მაკარონი. ძალიან ფრთხილად ამოურიეთ, რომ ბურთულები არ დაიშალოს. 

დაახლოებით 6-7 წუთში ჩაამატეთ პომიდვრის სოუსი.

სოუსის მომზადება: გათალეთ პომიდორი და დარჩენილი 1 ხახვი, დაჭერით, დაუმატეთ ფქვილი , 1 ჩ.კ. ქინძი, 1 ჩ.კ. უცხო სუნელი და დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით. დაამატეთ 2 კბ დანაყული ნიორი.

დატოვეთ კერძი გაზქურაზე კიდევ 12-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაანაწილეთ თეფშებზე, მოასხით 30 მლ წყალში გახსნილი არაჟანი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. 

გემრიელად მიირთვით!