2

ჭურჭლის კოლექცია “ჰიბრიდი”

2
“ამ ნამუშვრებმა ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცია”, – ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა დიზაინის სტუდია CtrlZak-ის მიერ წარმოდგენილი ჭურჭლის არასტანდარტული კოლექცია სახელწოდებით Hybrid.

კოლექციაში შედის სადილის თეფშები, ხილის ლანგრები, ლამბაქები, ფინჯნები და სალათის თეფში, რომელთა წარმოების უფლება უკვე შეისყიდა კომპანიამ Seletti. 

1

ჰიბრიდული ჭურჭელი, რომელიც  ფაიფურისგან დამზადდა და ხელით მოიხატა, გრაფიკულად ორ ნაწილად არის გაყოფილი – ერთ ნაწილში აღმოსავლეთია სიმბოლიზებული, მეორეში კი დასავლეთი და რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, სხვადასხვა სტილის აქცენტირება მხოლოდ აძლიერებს მათ ერთიანობას. დიზაინერების განცხადებით, “ესაა წარსულის ასახვა თანამედროვე ფორმებით”. 

3 4 5 6 7