8

რულეტი ქათმის ხორცით და ბოსტნეულით

8

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 400 გ ქათმის ფილე
  • 6-10 სალათის ფოთოლი
  • 2 ცხარე მწვანე წიწაკა
  • 1 პომიდორი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი

ინგრედიენტები ქათმის მარინადისთვის:

  • 2 ს.კ. პაპრიკა
  • 1 ჩ.კ. მწარე წითელი წიწაკა (ფხვნილი)
  • 1 ჩ.კ. მსხვილად დაფქული წიწაკა
  • 4 კბ ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1/3 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
  • 5-6 ს.კ. ცხარე კეტჩუპი
  • 80 გ დამდნარი კარაქი
  • “ხრეში” მარილი
  • ზეთი

ინგრედიენტები ცომისთვის: 

  • 250 გ ხორბლის ფქვილი
  • 3 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 1/2 ს.კ. მარილი
  • 30 გ კარაქი

მომზადება:

პირველად მოამზადეთ მარინადი ქათმის ფილესთვის: ერთმანეთში კარგად აურიეთ პაპრიკა, მწარე წითელი წიწაკის ფხვნილი, მსხვილად დაფქული წიწაკა, დანაყული  ნიორი, გატარებული ან დაბლენდერებული ხახვი, ფქვილი, ცხარე კეტჩუპი, დამდნარი კარაქი და ხრეში მარილი. მიღებული მასა კარგად შეაზილეთ ქათმის ფილეს, მოაყარეთ ახლად დაფქვილი შავი პილპილი და შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში.

აირღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. თუნუქის ფურცელს მოასხით ცოტა ზეთი (ბევრი არაა საჭირო, რადგან მარინადს ისედაც აქვს კარაქი) და დაალაგეთ ქათმის ფილეს ნაჭრები. გამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ  კარგად არ დაიბრაწება.

სანამ ქათმის ფილე მზადდება, წვრილად დაჭერით მწვანე წიწაკა, სალათის ფოთლები და პომიდორი. მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ.

შებრაწული ქათმის ფილე გამოიღეთ აირღუმელიდან, წვრილად დაჭერით და აურიეთ.

მოამზადეთ ცომი მითითებული ინგრედიენტებისგან (ხორბლის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, 1 მთლიანი კვერცხი + კვერცხის გული, ზეთი, მარილი, წყალი). უნდა გამოვიდეს დაახლოებით ისეთივე მაგარი ცომი, როგორიც ხინკლის მოსამზადებლად არის საჭირო. 

ცომი დაჭერით 4-5 ნაჭრად და გააბრტყელეთ დაახლოებით 2 მილიმეტრის სისქეზე.

ფართო ტაფაზე (სასურველია ოთხკუთხა ფორმის) მოაყარეთ ცოტა ფქვილი და გამოაცხვეთ პურები ორივე მხრიდან (ასეთი თხელი პური ტაფაში უკეთესად მზადდება, ვიდრე აირღუმელში). ჩვეულებრივ, თხელი პურის გამოცხობას 4-6 წუთზე მეტი არ სჭირდება.

მზა პურებს გადმოღებისთანავე ორივე მხრიდან წაუსვით კარაქი, გაუკეთეთ გულსართი და შეახვიეთ.

გემრიელად მიირთვით!