22

ხორცი და კარტოფილი არაჟნის სოუსში

22

ინგრედიენტები:

  • 350 გ ღორის ხორცი
  • 50 გ ყველი
  • 3 ს.კ. ცხარე კეტჩუპი
  • 100 გ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 3-4 კარტოფილი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი
  • 1/2 ჩ.კ. ქინძი
  • 1/4 ჩ.კ. დარიჩინი
  • 3-4 ღერი მწვანე ქინძი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება: 

ღორის ხორცი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ტაფაზე დაასხით ზეთი, მოაყარეთ 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი, მოურიეთ და აადუღეთ. ჩაალაგეთ ღორის ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ ცოტა მარილი და შეწვით ორივე მხრიდან დაბალ ტემპერატურაზე.

შემწვარი ხორცი გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელზე, შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.

ხახვი დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ხორცის შენაწვავ ტაფაზე, მოაყარეთ დარჩენილი 1 ს.კ. ყვითელი ყვავილი და მოშუშეთ. კარტოფილი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად (თუ პატარებია, შუაზე გაჭერით, თუ მოზრდილები – 3 ნაჭრად) და ნახევრად მოხარშეთ მარილიან წყალში.

კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ ფქვილთან ერთად, დაუმატეთ მარილი, პილპილი დარიჩინი, ძმარი და მოშუშული ხახვი ზეთიანად. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ და ჩაასხით ცეცხლგამძლე ფორმაში.

არაჟნის სოუსში ჩაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები, დაჩეჩილი ხორცი და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ კარტოფილსა და ხორცს მოასხით კეტჩუპი, მოაყარეთ გახეხილი ან ხელით დაფშვნილი ყველი, მწვანე ქინძის ფოთლები და გემრიელად მიირთვით!