9

ქათმის ფრთის “ჩიფსები”

9ინგრედიენტები:

  • 10 ფრთა (ქათმის)
  • 2 ს.კ. პაპრიკა
  • 1 ჩ.კ. მწარე წითელი წიწაკა (ფხვნილი)
  • 1 ჩ.კ. მსხვილად დაფქული წიწაკა
  • 4 კბ ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1/3 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი
  • 5-6 ს.კ. ცხარე კეტჩუპი
  • 80 გ დამდნარი კარაქი
  • “ხრეში” მარილი
  • ზეთი

მომზადება:

ქათმის ფრთები გაწმინდეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ.

მოამზადეთ მარინადი: ერთმანეთში კარგად აურიეთ პაპრიკა, მწარე წითელი წიწაკის ფხვნილი, მსხვილად დაფქული წიწაკა, დანაყული  ნიორი, გატარებული ან დაბლენდერებული ხახვი, ფქვილი, ცხარე კეტჩუპი, დამდნარი კარაქი და ხრეში მარილი.

მიღებული მასა კარგად შეაზილეთ ქათმის ფრთებს, მოაყარეთ ახლად დაფქვილი შავი პილპილი და შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში.

9-1
აირღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე. თუნუქის ფურცელს მოასხით ცოტა ზეთი (ბევრი არაა საჭირო, რადგან მარინადს ისედაც აქვს კარაქი). გამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ ფრთები კარგად არ დაიბრაწება.

ამგვარად მომზადებულ ქათმის ფრთებს ძალიან უხდება არაჟნის სოუსი კამით და ბოსტნეული.

გემრიელად მიირთვით!