10

ხორცისა და პომიდვრის სალათი

10

ინგრედიენტები:

2 დიდი პომიდორი

8-9 ღერი ოხრახუში

1 თავი ხახვი

4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი

2 კბ ნიორი

500 გ საქონლის ხორცი

2 ს.კ. ღვინის ძმარი

პილპილი

მარილი

მომზადება: 

საქონლის ხორცი მოხარშეთ მარილიან წყალში, შეაგრილეთ და დაჭერით წვრილად, შემდეგ ჩანგლით დაჩეჩეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

პომიდორი გათალეთ და დაჭერთ წვრილად. დაამატეთ წიწაკა, დაჭრილი ოხრახუში და ხახვი, ასევე დასრესილი ნიორი, ძმარი, ზეთი და კოვზით ათქვიფეთ, რომ წვნიანი გამოვიდეს.

ღრმა თეფშებზე მოათავსეთ ხორცი, ზემოდან კი დაადეთ პომიდვრის ნაზავი და მოასხით წვენი.

გემრიელად მიირთვით!