16

შებრაწული მაკარონი ყველით

16

ინგრედიენტები: 

  • 200 გ მაკარონი
  • 350 გ სულგუნი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 50 გ დარბილებული კარაქი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ლ სოკოს ბულიონი
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება:

მაკარონი მოხარშეთ სოკოს ბულიონში (ბულიონის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკოს ბულიონის ბრიკეტები).

სანამ მაკარონი მოიხარშბა, დანაყეთ ნიორი, ხოლო ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხში. 

დარბილებულ კარაქს დაუმატეთ ნიორი და კოვზით კარგად ასრისეთ.

გაახურეთ აირღუმელი 200 გრადუსამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელს მოასხით ზეთი, გადაანაწილეთ მაკარონი და კოვზით წაუსვით ნივრიანი კარაქი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!