1

ყველთან ერთად გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო

1

ინგრედიენტები:

  • 1/2 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 კბ ნიორი
  • 150 გ პარმეზანი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 50 გ გაყინული კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 80 მლ არაჟანი
  • 2-3 ღერი მწვანე ქინძი
  • მარილი

მომზადება:

ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ და ხელით დახლიჩეთ და მოასხით ახლად გამოწურული ლიმონის წვენი.

მოამზადეთ სოუსი: კვერცხი და არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით 7-10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ნიორი და მარილი.

ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრები ჩაყარეთ კვერცხისა და არაჟნის ნარევში და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში.

ცეცხლგამძლე ფორმაზე დაასხით ზეთი, დაალაგეთ ყვავილოვანი კომბოსტო და მოასხით დარჩენილი სოუსი.  დაახეხეთ პარმეზანი და გაყინული კარაქი.

შედგით აირღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და გემრიელად მიირთვით!