OLYMPUS DIGITAL CAMERA

სპაგეტის სალათი ქათმით

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ინგრედიენტები:

  • 1,5 ქათმის ხორცის ბულიონი (ან 3 ბულიონის ბრიკეტი)
  • 1 შეკვრა სპაგეტი
  • 10 კბ ნიორი
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 50 გ სიმინდი
  • 4 ღერი მწვანე ხახვი
  • 1 წითელი ტკბილი წიწაკა
  • ბაზილიკის (ან რეჰანის) 5-6 ფოთოლი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 5 გ სეზამის მარცვლები
  • მარილი

მომზადება: 

ქათმის ფილე ჩადეთ ქვაბში, მოაყარეთ მარილი, მოასხით 3 ს.კ. ზეთი, დაახლოებით 30 მლ წყალი ან ბულიონი. ნიორი გარეცხეთ კარგად (კანი არ მოაშოროთ) და ჩააწყვეთ ქვაბში ქათმის ფილესთან ერთად. ხორცი და ნიორი მოშუშეთ  დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში

პარალელურად, მარილიან ბულიონში (შეგიძლიათ გამოიყენოთ 3 ბულიონის ბრიკეტი) მოხარშეთ სპაგეტი. გადაწურეთ თუშფალანგზე.

როდესაც ქათმის ფილე მოიშუშება, ხელით დაჩეჩეთ; ნივრებს ფრთხილად მოაშორეთ კანი. ორივე ინგრედიენტი ჩააბრუნეთ ქვაბში, დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, სიმინდის მარცვლები, ბაზილიკი (ან რეჰანი) და მოშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ამის შემდეგ დაუმატეთ სპაგეტი, კარგად აურიეთ და დატოვეთ გაზქურაზე კიდევ 3 წუთის განმავლობაში. თუ საჭიროა, დაუმატეთ მარილიც.

მირთმევის წინ სპაგეტის სალათს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!