1

სალათი ლორით, ძეხვით და ზეთსხილით

1

ინგრედიენტები: 

  • 1 შეკვრა სალათის ფოთლები
  • 50 გ პარმეზანი ან ნაკლებად მარილიანი სულგუნი
  • 15 პომიდორი ჩერი
  • 70 გ ლორი
  • 50 გ ძეხვი
  • 10 ზეთისხილი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ლიმონის წვენი
  • მარილი

მომზადება: 

სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ, ხელით “დახიეთ” და მოათავსეთ ჭურჭელში.

ძეხვი და ლორი დაჭრით ძალიან თხლად,  ყველი გახეხეთ მსხვილპირიან სახეხზე ან ან დანით ჩამოთალეთ; დაჭერით ზეთისხილიც. 

სალათის ფოთლებს მოაყარეთ ცოტა მარილი და ხის კოვზით აურიეთ – არ დაგავიწყდეთ, რომ სხვა ინგრედიენტები – ძეხვი, ლორი და ყველი ისედაც მარილიანია:) ასევე მოასხით ზეითუნის ზეთი და ახლად გამოწურული ლიმონის წვენი, დაამატეთ პომიდორი, გახეხილი ყველი, ასევე დაჭრილი ლორი, ძეხვი, ზეთისხილი და კიდევ ერთხელ აურიეთ ხის კოვზით.

გემრიელად მიირთვით!