18

კარტოფილის კრემსუპი ბეკონით და პარმეზანით

18

ინგრედიენტები:

  • 600 გ კარტოფილი
  • 200 გ ბეკონი
  • 300 გ ყველი პარმეზანი
  • 200 მლ არაჟანი
  • 2 თავი ხახვი
  • 500 მლ რძე
  • 60 გ კარაქი
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • მარილი
  • 4 ს.კ. ზეთი

მომზადება: 

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.

ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში, სანამ ოდნავ შეყავისფრდება. გადაიღეთ ცალკე ჭურჭელში და დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ბეკონი დაჭერით და შეწვით. ოხრახუში დაჭერით ძალიან წვრილად.

მოხარშული კარტოფილი გადმოიღეთ ჯამზე დაამატეთ კარაქი და მოამზადეთ პიურე. ბლენდერით ნელ-ნელა შეათქვიფეთ ჯერ ხახვი, შემდეგ არაჟანი და ბოლოს რძე. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, თან მუდმივად ურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ყველის 2/3 და წამოადუღეთ და 2-3 წუთში გადმოდგით გაზქურიდან.

სუპი გადაანაწილეთ თეფშებზე, თითოეულ მათგანს დაამატეთ გახეხილი ყველი, ბეკონის ნაჭრები და ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!