5

კიტრის სალათი

5

ძალიან სწრაფად და იოლად მოსამზადებელი სალათი წონის დაკლების მსურველთთვის😉

ინგრედიენტები: 

3 კიტრი

1 თავი წითელი ხახვი

7-8 ღერი კამა

1 ს.კ. ვაშლის ძმარი

1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება: 

კიტრი და ხახვი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და მარილი. მოასხით ზეითუნის ზეთი, ძმარი და ფრთხილად აურიეთ ხის კოვზით.

გემრიელად მიირთვით!