17

ქათმის ფილე სეზამის მარცვლებით

17

ინგრედიენტები: 

  • 600 გ ქათმის ფილე
  • 4-5 ღერი მწვანე ხახვი
  • 20 გ სეზამის მარცვალი
  • 7 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი

მომზადება: 

ქათმის ფილე მოხარშეთ, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.

მოამზადეთ სოუსი: ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ  სოიოს სოუსი, ბალზამიკო, სახამებელი, პილპილი და ერთხელ წამოადუღეთ (თან მუდმივად ურიეთ). სოუსი უნდა მომზადდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე. 

დაჩეჩილი ქათმის ფილე ჩაყარეთ სოუსში და სწრაფად აურიეთ. 1 წუთში კერძი მზადაა.

ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!