10

ნორვეგიული სამზარეულო გარნიტურები

დღევანდელ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ნორვეგიული კომპანია Norema-ს პროდუქცია, რომელიც სივრცისა და კომფორტის მოყვარულებზეა გათვლილი.

5

“ნორემა” სამზარეულო გარნიტურების დიზაინსა და წარმოებაზეა სპეციალიზებული. მისი დიზაინერების ნამუშევრები საკმაოდ თამამი იდეებითა და დიზაინის სტილების საინტერესო შეხამებით გამოირჩევა.

10

მოდერნი, რეტრო და ქანთრი – ესაა სამი ძირითადი სტილი, რომლებშიც “ნორემას” სამზარეულოებია გადაწყვეტილი.

გარნიტურები უმეტესად ინტეგრირებულ, ფართო ოთახებზეა გათვლილი და ხშირად მოიცავს არა მხოლოდ სამზარეულო, არამედ სასადილო, სამუშაო და სასტუმრო ზონებსაც.

2

დაათვალიერეთ ნორვეგიული კომპანიის სამზარეულო გარნიტურები ჩვენს გალერეაში:

1 3 4 6 7 8 9 11 12