ინგრედიენტები:
- 600 გ ქათმის ფილე
- 4-5 ღერი მწვანე ხახვი
- 20 გ სეზამის მარცვალი
- 7 ს.კ. სოიოს სოუსი
- 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ს.კ. სახამებელი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- შავი პილპილი
მომზადება:
ქათმის ფილე მოხარშეთ, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ.
მოამზადეთ სოუსი: ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ სოიოს სოუსი, ბალზამიკო, სახამებელი, პილპილი და ერთხელ წამოადუღეთ (თან მუდმივად ურიეთ). სოუსი უნდა მომზადდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე.
დაჩეჩილი ქათმის ფილე ჩაყარეთ სოუსში და სწრაფად აურიეთ. 1 წუთში კერძი მზადაა.
ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
Advertisements