16

მოცარელასთან ერთად გამომცხვარი გუფთები

16

ინგრედიენტები:

  • 500 გ შერეული ფარში
  • 80 გ ბრინჯი
  • 300 გ მოცარელა
  • 400 გ პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 კვერცხი
  • 2 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 20 გ მწვანე ხახვი
  • 2-3 ღერი მწვანე ქინძი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 100 მლ წყალი

მომზადება: 

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და შეურიეთ ფარშს. დაუმატეთ მარილი, 1 ჩ.კ. პილპილი, გატარებული ან ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ჩაახალეთ კვერცხი კარგად აურიეთ და მოამზადეთ გუფთები.

ცეცხლგამძლე ფორმაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და დაახლოებით 50 მლ ახლად ადუღებული წყალი, დაალაგეთ გუფთები და გამოაცხვეთ აირღუმელში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში. 

პომიდორი დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაუმატეთ მარილი, დარჩენილი წიწაკა, ძმარი და კარგად აურიეთ; ყველი (შეიძლება ნაკლებად მარილიანი სულგუნიც) დაჭერით იმდენ ნაჭრად, რამდენიც გუფთა გაქვთ.

ნახევრად მომზადებულ გუფთებს ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები და მოცარელა. დარჩენილ პომიდორში შეურიეთ კიდევ 50 მლ ადუღებული წყალი, ჩაამატეთ გუფთებიან ჭურჭელში და შეაბრუნეთ აირღუმელში 10 წუთით.

გამომცხვარ გუფთებს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და გემრიელად მიირთვით!