11

კარტოფილის კატლეტები ლორით და ძეხვით

11 ინგრედიენტები:

  • 500 გრ. კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 50 გ ვერმიშელი
  • 100 გრ. ყველი
  • 70 გრ. ლორი
  • 70 გრ. ძეხვი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 30 გრამიკარაქი
  • 4-5 ღერი მწვანე ქინძი
  • 5 ს.კ. რძე
  • საფანელი
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • ზეთი

მომზადება: გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე; ხახვი დაჭერით წვრილად; დაჭერით მწვანე ქინძიც. ვერმიშელი ჩაყარეთ ოდნავ მარილიან, ადუღებულ წყალში და მოხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. მოხარშული ვერმიშელი გადაწურეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი. ლორი და ძეხვი დაჭერით წვრილად და  შებრაწეთ ზეთის გარეშე (ორივეს თავისი ცხიმი აქვს, ამიტომ ზეთი აღარ ჭირდება), დაამატეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. მოხარშეთ კარტოფილი, დაამატეთ კარაქი, რძე და მოამზადეთ პიურე. პიურეში ჩაყარეთ მოშუშული ხახვი, ლორი და ძეხვი, გახეხილი ყველი, ვერმიშელი, დაჭრილი ქინძი, ფქვილი. ჩაახალეთ კვერცხი, დაამატეთ მარილი, პილპილი და კარგად მოზილეთ. დაამზადეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში (ან სიმინდის ფქვილში), დაალაგეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით კეტჩუპთან ან არაჟანთან ერთად!