13

გუფთები წიწიბურით და თხილით

13ინგრედიენტები გუფთებისთვის: 
  • 300 გ შერეული ან ღორის ფარში
  • 1 კვერცხი
  • 50 გ წიწიბურა
  • 1 კბ ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1/2 ჩ.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. ტომატი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • მარილი
ინგრედიენტები სოუსისთვის: 
  • 2 წვნიანი პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ღვინის ძმარი
  • 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • ზეთი
  • 50 გრამი თხილი
  • 3-4 ღერი მწვანე ქინძი
მომზადება: 
წიწიბურა გარეცხეთ და მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში. გადაწურეთ თუშფალანგზე და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ ფარში, სანელებლები, წიწაკა, მარილი, ტომატი, სახამებელი, წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი და ნიორი; ჩაახალეთ კვერცხი, კარგად მოზილეთ და გააკეთეთ გუფთები.
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ცოტა მარილი და ფრთხილად ჩაყარეთ გუფთები. ერთხელ ამოურიეთ და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გუფთები ამოალაგეთ ცალკე ჭურჭელზე. ნახარში არ გადაღვაროთ.
მოამზადეთ სოუსი: ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, ნიორი, წიწაკა, ძმარი და დატოვეთ ცეცხლზე 3-4 წუთი. დაამატეთ დაახლოებით 200 მლ გუფთის ნახარში და წამოადუღეთ. შეაზავეთ მარილით, თუ საჭიროა (რადგანაც გუფთის ნახარში მარილიანია, შეიძლება არც დაჭირდეს).
მომაზადებული გუფთები გადაიტანეთ პომიდვრიან ტაფაზე და ადუღეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
მწვანე ქინძი დაჭერით წვრილად. თხილი ოდნავ მოხალეთ და ისიც დაჭერით.
მოაყარეთ ქინძი და თხილი გუფთას და გემრიელად მიირთვით!