02

ბრუსკეტა სოკოთი და ყველით

02ინგრედიენტები 4 ბრუსკეტასთვის: 

  • 4 ნაჭერი პური
  • 20-24 სოკო (ქამა ან პორტაბელო)
  • 1 პომიდორი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 170 გ მოცარელა
  • მარილი
  • პილპილი
  • 4 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ძმარი ბალზამიკო

მომზადება: 

სოკო კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში; 

პურის თხელ ნაჭრებს მოასხით თითო ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. 

მოამზადეთ სოუსი: პომიდორი და ტკბილი წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ, შეურიეთ ცოტა მარილი, ძმარი და კოვზით კარგად აურიეთ.

ზეთმოსხმულ ბრუსკეტას კოვზით წაუსვით პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ნაზავი; მჭიდროდ დაალაგეთ სოკოები და მოცარელას ნაჭრები.

გამოაცხვეთ აირღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ ახლად დაფქვილი შავი პილპილი.

გემრიელად მიირთვით!