11

ჟულიენი ხორცით და რძიანი სოუსით

11

კლასიკური ჟულიენი ძირითადი ინგრედიენტები სოკოს, ხახვი, ნაღების სოუსი და ყველია, თუმცა ნებისმიერ კულინარს სურს მასში რაიმე ახლის შეტანა თავისი გემოვნების შესაბამისად, მით უმეტეს, რომ კერძის სტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა😉

კლასიკური ჟულიენისთვის ყველაზე ბუნებრივი დამატებითი პროდუქტი ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცია. მე უფრო ღორის ხორცს ვემხრობი, თუმცა ქათმისა და ძროხის ხორცითაც ძალიან გემრიელია. ასევე სპეციალური სოუსის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზი, არაჟანი ან ნაღები.

ინგრედიენტები:

  • 300 გ სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 300 გ ხორცი (ძროხის, ღორის ან ქათმის)
  • 200 გ მაგარი ყველი
  • მზესუმზირის ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი
  • 2-3 ღერი ოხრახუში

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • 300 მლ რძე
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • მარილი

მომზადება:

ქათმის, ღორის ან ძროხის ნაკლებად ცხიმიანი ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად (კარგი იქნება, თუ მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე ხორცს თეთრი ღვინის მარინადში ჩადებთ).

სოკო გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად (შეგიძლიათ გამოიყენოთ პორტაბელო ან ქამა სოკო). წვრილად დაჭერით ხახვიც და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე სოკოსთან ერთად (დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში).

მეორე ტაფაც გაახურეთ, დაასხით 3-4 ს.კ. ზეთი და მოშუშეთ ხორცი (საშუალო ტემპერატურაზე). თან მუდმივად ურიეთ, რადგან პატარა ნაჭრები მალე იწვება.

ხახვთან ერთად მოშუშული სოკო გადაიტანეთ ხორციან ტაფაზე და კარგად აურიეთ.

მოამზადეთ სოუსი: ნაღების კარაქი გაადნეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ნელ-ნელა ჩაუმატეთ რძე (თითო-თითო კოვზი) და სწრაფად ურიეთ, რომ არ შეიკრას. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე  და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ქოთანში გადაიტანეთ ხორციანი მასა, დაამატეთ სოუსი, ზემოდან მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

მზა ჟულიენი მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით და გემრიელად მიირთვით!