8

თევზის კროკეტები

8

თევზის კროკეტის იდეა ბერძნული სამზარეულოდან იღებს სათავეს. ორიგინალს ფსაროკეფტედესი ეწოდება და ამ რეცეპტისაგან ცოტა განსხვავებულად მზადდება – ნამდვილი ფსაროკეფტედესის მოსამზადებლად ხმალთევზაა საჭირო.

მაგრამ ვინ გვიშლის ფსაროკეფტედესის იდეის საფუძვლად აღებას და რეცეპტის კორექტირებას?

ინგრედიენტები:

  • 700 გრამი თევზის ფილე;
  • 300 გრამი კარტოფილი;
  • 1 კვერცხი;
  • 60 გრამი კამა;
  • 100 გრამი ორცხობილა;
  • მარილი;
  • შავი პილპილი;
  • 4 ს.კ. მზესუმზირის ზეთი.

მომზადება:

კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, დაასხით ცივი წყალი, მარილი და ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

თევზის (მაგალითად, ხეკის) ფილე გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით ასევე ცივი წყალი, დაამატეთ მარილი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში.

კარტოფილი და თევზი გააცივეთ, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში; კამა დაჭერით ძალიან წვრილად (შეიძლება კამის გარეშეც).

ფარშს დაამატეთ კამა, კვერცხი, შავი პილპილი და კარგად აურიეთ. გაამზადეთ პატარა ბურთულები, კარგად ამოავლეთ საფანელში ან სიმინდის ფქვილში.

ჩაასხით ღრმა ქვაბში ზეთი 2 სანტიმეტრზე, აადუღეთ და შებრაწეთ ბურთულები პორციულად (ჩვეულებრივ, 1-2 წუთზე მეტი არ სჭირდება).

კროკეტები ქაფქირით ამოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი ჩამოიწუროს.

როდესაც შეგრილდება, ლამაზად დაალაგეთ სალათის ფურცლებზე და გემრიელად მიირთვით!