7

ფრანგული ლიმონის ტარტი

7ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 220 გ ფქვილი
  • 130 გ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 2 ლიმონის წვენი
  • 2 ლიმონის ცედრა
  • 200 გ შაქარი
  • 4 კვერცხის გული
  • 30 გ კარაქი
  • 100 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 3 ს.კ. შედედებული რძე
  • შაქრის პუდრა ტარტზე მოსაყრელად

მომზადება: 

ფქვილი, შაქარი და მარილი აურიეთ.  ცივი კარაქი ამოავლეთ ფქვილში და ჩათალეთ ფქვილში. დაუმატეთ კვერცხის გული. კარგად ასრისეთ ხელით. მიღებული ფხვიერი მასა დააგუნდავეთ და შეინახეთ მაცივარში 20-25 წუთის განმავლობაში. 

სანამ ცომი მაცივარშია, მოამზადეთ გულსართი: ლიმონის წვენი, ცედრა, შაქარი და კვერცხის გული ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ კარაქი, ნაღები, შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა არანაკლებ 10 წუთისა. 

გაახურეთ აირღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე.

გააბრტყელეთ ცომი და ჩააფინეთ ფორმაში. 

ცომს ზემოდან დააფინეთ ალუმინის ფოლგა და დაადეთ ბრტყელი, თხელი ცეცხლგამძლე თეფში ან პატარა მრგვალი ლანგარი (თიხის, ლითონის). რაიმე სიმძიმის დადება იმისთვისაა საჭირო, რომ ცხობისას ცომს ამოფუებისა და ფორმის დაკარგვის საშუალება არ მიეცეს. ზოგი ფოლგაზე მარცვლეულს (მაგ.: ბრინჯი, ლობიო, მუხუდო და სხვ.) ან ხურდებსაც კი ყრის, რაც ასევე ეფექტურია. კიდევ ერთი – თეფში (ან მარცვლეული) ძალიან მძიმეც არ უნდა იყოს😉

ამის შემდეგ ფორმა შედგით აირღუმელში. დაახლოებით 15-17 წუთის შემდეგ ნახევრად გამომცხვარი ტარტი გამოიღეთ და გაუკეთეთ გულსართი.

ტემპერატურა შეამცირეთ და შეაბრუნეთ ტარტი აირღუმელში კიდევ 20-25 წუთით.

მომზადებული ტარტი შეაგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!