1

პური მდნარი ყველით

1

ინგრედიენტები:

  • 230 გ ხარისხიანი მდნარი ყველი
  • 160 გ დარბილებული კარაქი
  • 1 ს.კ. საფუარი
  • 350 – 370 გ ფქვილი
  • 10 გ კარაქი პურებზე წასასმელად

მომზადება:

მდნარი ყველი, დარბილებული კარაქი, 240 გ ფქვილი (დარჩენილ ფქვილს გამოიყენებთ გაბრტყელებისა და ცხობის დროს) და საფუარი ათქვიფეთ მიქსერით (ცომის მოსამზადებელი პირით), სანამ არ შეიკვრება. ცოტა ხანი ხელითაც მოზილეთ.

ცომი გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გასაბრტყელებელ დაფაზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი, დადეთ ცომის გუნდა და გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სმ სისქეზე. შემდეგ ცომი გადაკეცეთ შუაში და ნამცხვრის გამოსაჭრელი მრგვალი ფორმით ან პატარა ჭიქით გამოჭერით ცომები. დარჩენილი ცომი ხელით შეაწებეთ და იმავე მეთოდით კიდევ გამოჭერით რგოლები.

გაახურეთ აირღუმელი 200 გრადუსამდე. ცხელ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე მოაფრქვიეთ ცოტა ფქვილი. დაალაგეთ მრგვალი ცომები მინიმუმ 2 სანტიმეტრის დაშორებით.

გამოაცხვეთ 12-13 წუთის განმავლობაში.

როდესაც პურები გამოცხვება, გადაუსვით კარაქი და გემრიელად მიირთვით ცხელ-ცხელი😉😉