2-friedbalpeppers2

შემწვარი ტკბილი წიწაკა ბალზამიკოსთან ერთად

2-friedbalpeppers2

ეს იტალიური აპეტაიზერი ძალიან უხდება შემწვარი ხორცით მომზადებულ კერძებს. იოლი მოსამზადებელია და არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება :) 

ინგრედიენტები:

  • 6 დიდი ტკბილი წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის)
  • 70 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 70 მლ ძმარი (ბალზამიკო)
  • მარილი
  • პილპილი
  • 10 გ ოხრახუში

მომზადება:

გარეცხეთ და გააშრეთ წიწაკები, ამოაცალეთ თესლები, გაწმინდეთ და დაჭერით სიგრძივად (4-5 ნაწილად წიწაკის ზომის მიხედვით).

დაასხით ზეთი ფართო ტაფაზე  და გააცხელეთ, დაამატეთ წიწაკის ნაჭრები და ფრთხილად აურიეთ. მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება და ფერს შეიცვლის. ჩვეულებრივ, 10-12 წუთი საკმარისია.

ნიორი დასრისეთ და დაუმატეთ წიწაკას, ისევ აურიეთ.

2 წუთის შემდეგ ნივრიან წიწაკებს მოასხით ბალზამიკო, მოაყარეთ მარილი და მწარე წიწაკა. გააგრძელეთ მოშუშვა კიდევ 4-5 წუთის განმავლობაში.

თეფშზე გადმოღების შემდეგ წიწაკას მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!