5 - Copy

იტალიური ლიქიორი ლიმონჩელო

5 ეს ლიქიორი იოლი მოსამზადებელია და ძალიან სასიამოვნო დასალევია ცხელ დღეებში. ტრადიციულად  ლიმონჩელოს მოსამზადებლად საჭიროა ლიმნის ცედრა (თეთრი ნაწილის გარეშე, რომელიც სასმელს უსიამოვნო მწარე გემოს სძენს), მარცვლეულის ალკოჰოლი და უბრალო სიროფი. რაც შეეხება სიროფს. სიტკბო გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ან მოაკლოთ. ზოგი ლიმონჩელოს საყინულეში ინახავს, რადგან ალკოჰოლიანი მიქსტურა ბოლომდე არ იყინება. მძიმე საჭმლის შემდეგ ჭიქა ლიმონჩელო საკმაოდ სასიამოვნო დასალევია. ასევე ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებისაგან მომზადებულ კერძებსაც. საკუთრივ სასმელის მომზადებას მთლიანობაში 10-15 წუთზე მეტი არ სჭირდება, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად ორი კვირის ფანმავლობაში უნდა შეინახოთ გრილ ადგილას. ინგრედიენტები:

  • 15 ლიმონის ცედრა
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • 1 ლ ხორბლის არაყი დანამატების გარეშე
  • 4 ჭიქა შაქარი (შეგიძლიათ მოაკლოთ ან დაუმატოთ, გემოვნების მიხედვით)
  • 4 ჭიქა წყალი

მომზადება: ლიმონსა და ფორთოხალს ფრთხილად მოათალეთ ცედრა და ჩაყარეთ ფართო თავსახურიან ბოთლში. დაასხით ალკოჰოლი. დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას ათი დღის ან 2 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ მიღებული მიქსტურა წმინდა საწურით და დააბრუნეთ სითხე ბოთლში. მოამზადეთ სიროფი: ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. დროდადრო ურიეთ. გააგრილეთ სიროფი ოთახის ტემპერატურაზე, შეურიეთ ლიმნის მიქსტურას და კარგად აურიეთ. შეამოწმეთ სიტკბო და შეინახეთ სასმელი მაცივარში.😉