59

არაჟნისა და მაკარონის „ნამცხვარი“

59

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 500-600 გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 50 მლ რძე ან წყალი
  • 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

შიგსართისთვის:

  • 120 გ მაკარონი
  • 300 გ ყველი
  • 5 კვერცხი
  • 100 გ სქელი არაჟანი
  • შავი პილპილი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება:

ჯამში ჩაყარეთ 400 გ ფქვილი (დანარჩენ 200 გრამს ცომის ამოზელვისა და გაბრტყელების დროს გამოიყენებთ) და შუაში ჩააღრმავეთ, ჩაახალეთ 2 კვერცხი და ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, რძე ან წყალი. დაუმატეთ მარილი და მოზილეთ მკვრივი, ელასტიური ცომი.

მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი, გადაწურეთ თუშფალანგზე;

ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით, დაუმატეთ არაჟანი და განაგრძეთ თქვეფა 5-6 წუთის განმავლობაში.

ყველი დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად, მაკარონთან ერთად ჩაყარეთ ათქვეფილ კვერცხში და ფრთხილად შეურიეთ. სურვილის შემთხვევაში მოაფრქვიეთ შავი პილპილი.

ცომი გაყავით ორ ნაწილად პროპორციით 3/4  – 1/4. ცომის დიდი ნაჭერი ამოაგუნდავეთ და გააბრტყელეთ ისე, რომ მთლიანად ფარავდეს ცეცხლგამძლე ჭურჭელის (25/40 სმ პროპორციით) როგორც ძირს, ისე კედლებს. დაასხით გულსართი. შემდეგ ამოაგუნდავეთ  ცომის მეორე ნაწილი და გააბრტყელეთ ძალიან თხლად  – მისი ზომა უნდა იყოს დაახლოებით 1,5-ჯერ დიდი, ვიდრე ჭურჭელი.

ცომი ფრთხილად გადააფარეთ გულსართს და ხელით მოჭმუჭნეთ.

შედგით 180-200 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში და გამოაცხვეთ. ჩვეულებრივ, 20-25 წუთი საკმარისია.

გემრიელად მიირთვით😉