5

რესტორანი Twister კიევში

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ კიევში გახსნილი ერთი უცნაური რესტორანი სახელწოდებით Twister, რომელსაც მოლეკულურ სამზარეულოსთან ერთად თანამედროვე და კომფორტული დიზაინი გამოარჩევს.

5რესტორან Twister-ის  პროექტი დიზაინერების – სერგეი მახნოსა და ვასილ ბუტენკოს ერთობლივი ნამუშევარია.

რესტორანში ორი ზონაა გამოყოფილი – ორსართულიანი სასადილო ნაწილი და chill-out ბარი. პირველი მათგანის დიზაინის შესაქმნელად შთაგონების წყარო ორი სტიქია – წვიმა და ტორნადო იყო.  

2

მეორე სართულზე მოწყობილია ექვსი პრივატული ზონა, რომლებიც ტორნადოს მოტივებზეა შექმნილი. 

3

სასადილო ზონაში ნათურები წვიმის წვეთების იმიტირებას ახდენს.1

წვეთის ფორმის ნათურები მეორე – “ტორნადოს სართულზეცაა” გამოყენებული.3

 

რესტორნის ამ ნაწილის მოსაპირკეთებლად დიზაინერებმა მხოლოდ ნატურალური ხის მასალა გამოიყენეს. მთლიანობაში, სასადილო ზონაში საკმაოდ კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროა შექმნილი. ამის მიღწევა ინტერიერში მშვიდი ფერების გამოყენებითაც მოხერხდა.

4

რაც შეეხება დასასვენებელ ზონას. აქ კედლები და ჭერი საკმაოდ უცნაური მასალითაა მოპირკეთებული.

6როგორც დიზაინერები აცხადებენ, ჩილ აუთ ზონის დიზაინი ჩიტის ბუდის იმიტაციას წარმოადგენს, “ჩიტის ბუდეში კი ყოველთვის კომფორტი, სითბო და სიმყუდროვეა”.  

chill-out ბარში სავარძლები გირჩებს წააგავს და რესტორნის სტუმარს ბუნებასთან კავშირის აუცილებლობას შეახსენებს

7