Our picks for the best cookbooks for holiday gifts

მსოფლიოს 10 საუკეთესო კულინარიული წიგნი. ნაწილი II

Our picks for the best cookbooks for holiday gifts

Forbes–მა შეადგინა 10 საუკეთესო კულინარიული წიგნის სია, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში გამოიცა. პოსტის I ნაწილის წასაკითხად გადადით ამ ლინკზე.

Japanese Cooking: Simple Art (1980), სიძუო ცუძი

იაპონური სამზარეულოს შესახებ უამრავი წიგნი არსებობს, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ კლასიკური წიგნის დაჩრდილვა ვერც ერთმა მოახერხა.

სენსეი ცუძიმ მოსაკაში ცუძის კულინარიული ინსტიტუტი დააარსა და იყო და რჩება ყველაზე გავლენიან იაპონელად მათ შორის, ვისაც კი ოდესმე რაიმე წიგნი დაუწერია იაპონურ კულინარიაზე.

jp

ცუძის, რომელსაც კლასიკური ევროპული განათლება ქონდა მიღებული, მშვენივრად ესმოდა მკითხველის. იგი კვებასთან დაკავშირებულ იაპონური ცერემონიების ყველა დეტალშიც კარგად ერკვეოდა, რაც იოლად და გასაგებად აღწერა კიდეც.

რაც ყველაზე საინტერესოა, ცუძიმ მოახერხა, გავლენა მოეხდინა დასავლურ მეთოდებზე. სწორედ მისი გავლენით ისეთმა ცნობილმა ფრანგმა მზარეულებმა, როგორიცაა ბოკიუზი, მოიგონა ე.წ. nouvelle cuisine – ფრანგული სამზარეულოს ცხარე და გაუმჯობესებული ვერსია.

წიგნი 1980 წელს გამოიცა, როცა ამერიკელები აზიურმა საკვებმა გაიტაცა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნში იაპონური სამზარეულოს პრინციპები გასაგები და იოლი ენითაა აღწერილი, არამედ იმიტომაც, რომ ეს პრინციპები უნივერსალური და ყველასთვის მოხერხებული გამოდგა.

წიგნმა 26 გამოცემას გაუძლო და ახლაც პოპულარულია.

How to Cook (2001), დელია სმითი

დელია სმითი გასტრონომიულ ისტორიაში 1969 წელს შევიდა, როცა საკუთარი ხელით გამოაცხო ტორტი, რომელიც როლინგ სთოუნსის ალბომს Let it Bleed ამშვენებდა. ამავდროულად მან „დეილი მირორში“ კულინარიული სვეტის წაყვანა დაიწყო და ბრიტანულ პუბლიკას დღემდე ასწავლის სახლში მზადების საფუძვლებს.

how-to-cook

დელიამ მთელი თავისი უზარმაზარი ცოდნისა და გამოცდილების აკუმულირება მოახერხა სამ წიგნში ერთი და იმავე სახელწოდებით „როგორ მოვამზადოთ“.

ეს წიგნები სამტომეულის სახითაც იყიდება და ერთ უზარმაზარ წიგნადაც. პირველ წიგნში მოთხრობილია, როგორ უნდა მომზადდეს კვერცხი, ბრინჯი, კარტოფილი, პური და უბრალო ნამცხვარი. მეორეში – ხორცი, ფრინველი, თევზი, ბოსტნეული, ხილი, ყველი და შოკოლადი. მესამე კი ძირითადად ეხება  სამზარეულო ტექნიკასა და სამზარეულოს სწორად აღჭურვას, ასევე სახლში მზადებასა და მარცვლოვნებს.

ეს წიგნები კარგი საჩუქარია გამოუცდელი დიასახლისებისთვის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მოამზადონ თუნდაც უმარტივესი კერძი.

The Book of Jewish Food: An Oddysey From Samarkand to New York (1996), კლაუდია როდენი

ქაიროში დაბადებულმა კლაუდია როდენმა სახელი ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოზე დაწერილი წიგნებით გაითქვა. მაგრამ ნამდვილი დიდება მას ებრაული სამზარეულოს შესახებ დაწერილმა წიგნმა მოუტანა.

jewish-cooking

კლაუდიამდე ეს თემა ასე ამომწურავად არავის აუთვისებია. იგი წიგნს ათი წლის განმავლობაში წერდა და ფაქტობრივად ყველა ებრაული დიასპორა მოიარა. აქ არის ინდოელი, ბერძენი და ჩინელი ებრაელების სამზარეულოც კი. ძალიან საინტერესო წასაკითხია, როგორ ახერხებდა იგი რეცეპტების მოპოვებას – ზოგჯერ ქუჩებში დადიოდა და ყნოსავდა, ვინ რა საჭმელს აკეთებდა სახლში.

შედეგმა ნამდვილად გაამართლა – კლაუდია როდენის წიგნი დღემდე სტაბილურად შედის საუკეთესოთა რეიტინგების პირველ ათეულებში.

Seductions of Rice (1998), ჯეფრი ოლფორდი და ნაომი დუგუიდი

Seductions of Rice – კანადური ოჯახური წყვილის – ცხობისა და აზიური სამზარეულოს მიმართულების ავტორიტეტთა ნამუშევარი.

წიგნი არის „ბრინჯის დიდება“ – ათასობით რეცეპტი და ისტორია ბრინჯის შესახებ, ფოტოები, ოჯახური მოგონებები, ანეკდოტები და მოგზაურის ჩანაწერები.

seductions-of-rice-a-cookbook-3799l1

წიგნი ნაწილობრივ მოგზაურის დღიურა, ნაწილობრივ ეთნოგრაფიული ნაშრომი და მიძღვნილია ბრინჯის პრაქტიკისა და ფილოსოფიისადმი თითოეული „ბრინჯის რეგიონიდან“: ტაილანდი, ინდოეთი, იაპონია, ჩინეთი, ცენტრალური და შუა აზია და სხვ.

თემა, რომელიც თავიდან ვინმეს შეიძლება ძალიან ვიწრო მოეჩვენოს, წიგნის მეორე თავიდანვე იცვლება – ბრინჯის კალმით შეიარაღებული ცოლ-ქმარი წერს ათასგვარი რეცეპტის შესახებ, სადაც ბრინჯია გამოყენებული. რაც ყველაზე მთავარია, მათ იმოგზაურეს ყველგან, შეკრიბეს ყველა რეცეპტი და მერე ყველა მათგანი საკუთარ სახლში,  კანადაში გამოსცადეს.

Flavor Bible (2008), კარენ ფეიჯი და ენდრიუ დორნენბურგი

ეს წიგნი შეიძლება აჩუქოთ ადამიანებს, რომლებიც ათასნაირი რეცეპტების კრებულებით გადაიღალნენ და კულინარიულ ხელოვნებაშიც ასე თუ ისე ერკვევიან. აქ რეცეპტები თითქმის არ არის და ასევე არ არის არანაირი რჩევაც.

ესაა მხოლოდ ცნობარი, რომელიც კულინარიულ ფანტაზიას აღვივებს – იგი პროდუქტების კარგი შეხამებების სიას წარმოადგენს.

flavor-bible

მანამდე ავტორებმა გამოუშვეს საკმაოდ წარმატებული წიგნი საკვებისა და ღვინის საუკეთესო შეზავებაზე და Flavor Bible-ც იმავე სქემის მიხედვით არის შედგენილი.

ყოველ პროდუქტთან ერთად მოყვანილია ინგრედიენტთა სია, რომლებსაც ის მეტ-ნაკლებად შეეხამება. მაგალითად, გოგრას უხდება 78 პროდუქტი – კლასიკური პარმეზანით, მუსკატის კაკლითა და ქიშმიშით დაწყებული, ექსტრავაგანტური ვაშლის ბრენდით, ლობსტერითა თუ ხამანწკებით დამთავრებული.

ამ სიების შედგენაში ავტორებს ამერიკელი მზარეულები ეხმარებოდნენ, რომლებმაც თითოეული სტატია თავიანთი კომენტარებითა და რეკომენდაციებით შეავსეს.