58

ალუბლის ტარტი

58ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 330 გ ფქვილი
  • 220 გ ნაღების კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 4 ს.კ. წყალი
  • 1 კვერცხის გული

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 500 გ ალუბალი კურკის გარეშე
  • 190 მლ წყალი
  • 100 გ შაქარი
  • 2 ს.კ. სახამებელი

მომზადება

ჯამში მოათვსეთ ფქვილი, დანით ჩაათალეთ ნაღების კარაქი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და წყალი. კარგად აურიეთ და მოზილეთ. შემდეგ ხელით შეკარით ცომი და გააკეთეთ გუნდა. ცომს გადააფარეთ ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

ქვაბში ჩაასხით 190 მლ წყალი და აადუღეთ; ჩაყარეთ ალუბალი და ხარშეთ 10 წუთი დაბალ ტემპერატურაზე. ნელ-ნელა დაამატეთ შაქარში შერეული სახამებელი და თან მუდმივად ურიეთ.

გააგრძელეთ მორევა კიდევ 6-7 წუთის განმავლობაში (ისევ დაბალ ცეცხლზე). უნდა მიიღოთ ჟელეს მსგავსი მასა.

ალუბალი გადმოიღეთ გაზქურიდან და გააცივეთ.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით ორ ნაწილად – 5/6 – 1/6-ზე.

დიდი ზომის ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და მოათავსეთ ფქვილმოყრილ ფორმაზე და კარგად მიამაგრეთ კიდეებზე. ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით. დარჩენილი ცომიც გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით ზოლებად.

ცომიან ფორმაში ჩაასხით ალუბლის ნარევი. ცომის “ზოლები” ჯვარედინად დააფინეთ ტარტზე და წაუსვით 1 ს.კ. წყალთან ერთად მოთქვეფილი კვერცხის გული.

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ ცომი არ გახდება ოქროსფერი.

გემრიელად მიირთვით!