1

კვერცხის მაფინი

1

ინგრედიენტები:

  • 8 კვერცხი
  • 100 გ პორტაბელო (ან ქამა სოკო)
  • 100 გ ისპანახი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 30 გ კარაქი
  • მარილი

მომზადება:

სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად; ისპანახს მოშორეთ ღეროები და ისიც დაჭერით.

კვერცხი და არაჟანი კარგად მოთქვიფეთ. დაამატეთ მარილი, სოკო, ისპანახი, 20 გ დამდნარი კარაქი და კოვზით აურიეთ.

2

მაფინის საცხობ ფორმებს წაუსვით დარჩენილი კარაქი და კოვზით ჩაასხით კვერცხიანი მასა.

გამოაცხვეთ აირღუმელში დაბალ ტემპერატურაზე.

3

გემრიელად მიირთვით!