1

შაშხის რულეტი

1

ინგრედიენტები:

  • 150 მლ წყალი ან რძე
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 500 გ ფქვილი
  • 6 დიდი ნაჭერი ღორის შაშხი ან მოხარშული ძეხვი
  • 100 გ ყველი ჩედარი

მომზადება:

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი და შუაში ჩაღრმავეთ. ჩაახალეთ კვერცხი, ჩასხით თბილ წყალში ან რძეში არეული საფუარი და ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მარილი და შაქარი.

მოზილეთ რბილი ცომი და გააჩერეთ ამოსაფუებლად 2 სთ. ამ ცომით 3 ან მეტი რულეტის მომზადებაა შესაძლებელი – დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თხლად გააბრტყელებთ ცომს ;) 

როდესაც ცომი აფუვდება, კიდევ ერთხელ ამოზილეთ, მოჭერით გუნდა, ამოავლეთ ფქვილში და გააბრტყელეთ

ცომზე დააფინეთ შაშხის ნაჭრები.

2

დაახეხეთ ჩედარი.

3

ცომი ფრთხილად გადაახვიეთ და ფრთხილად დაჭერით დაახლოებით 2,5 სმ ნაჭრებად.

4

რულეტის ნაჭრები დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-16 წუთის განმავლობაში.

5

მსგავსი რულეტების მოსამზადებლად შეიძლება გამოიყენოთ ფენოვანი ცომიც😉

7

გემრიელად მიირთვით!