60

საქონლის ღვიძლის ტორტი

60ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის (ან ქათმის) ღვიძლი
  • 4 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 4 დიდი სტაფილო
  • 2 თავი თეთრი ხახვი
  • 6-7 მწვანე ხახვი
  • ზეთი
  • 250 გ მაიონეზი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება:

სტაფილო დაჭერით მსხვილ ნაჭრებად; ღვიძლი კარგად გარეცხეთ, მოათვსეთ ქვაბში, დაასხით 4-5 ს.კ. წყალი და სტაფილოსთან ერთად უცხიმოდ მოშუშეთ დაბალ ტემპერატურაზე (20-25 წთ). ხშირად ურიეთ.

როდესაც წყალი მთლიანად ამოშრება, გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან და შეაგრილეთ.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიორი, თეთრი ხახვი, მოშუშული სტაფილო და ღვიძლი. დაუმატეთ კვერცხი, რძე, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად გატარებული ღვიძლი და სხვა ინგრედიენტები დამატებით შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

პატარა ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ. პორციებად დაასხით თხელი ღვიძლიანი მასა და ხის კოვზით გაასწორეთ. შეწვით 1 მხრიდან 2 წუთის განმავლობაში, მეორე მხარეს – 1,5 წთ საკმარისია. ასევე გამოაცხვეთ დანარჩენი ბლინები.

მწვანე ხახვი დაჭრით წვრილად და გაყავით იმდენ ნაწილად, რამდენიც ბლინიც გამოგივიდათ. 

ბლინები გააგრილეთ და თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ შავი პილპილი და მწვანე ხახვი. დაალაგეთ ერთმანეთზე. ბოლო ფენას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და კამა. “ტორტი” 10 წუთით შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!